Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს მდგრადი ურბანული მობილობა
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
თანდართული ფაილი: 715781_Attachments_5843861.zip
პროექტ "საქართველოს მდგრადი ურბანული მობილობა"-ს (SUM Tbilisi) ფარგლებში ცხადდება ვაკანსია შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

შერჩევის განმახორციელებელი ორგანიზაცია: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA)
დაფინანსების წყარო: KfW (გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი)
კატეგორია: ინდივიდუალური კონსულტანტი
კონტრაქტის ტიპი: ნახევარ განაკვეთზე (საშუალოდ 50%), 12 თვის ვადით, გაგრძელების შესაძლებლობით
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (TUDA), როგორც პროექტის განმახორციელებელი სააგენტო, აცხადებს ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე პროექტის — "საქართველოს მდგრადი ურბანული მობილობა" (SUM Tbilisi) — ფარგლებში. პროექტი მოიცავს სატრანსპორტო მართვის სისტემების გაუმჯობესებას, ასევე გზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განახლებასა და გაუმჯობესებას. თანმხლები ღონისძიებები მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფასა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას. პროექტი დაფინანსებულია KfW (გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი)-ს მიერ.

შესყიდვების მენეჯერი TUDA-ს დაეხმარება პროექტის ფარგლებში შესყიდვების პროცესების ორგანიზებასა და ზედამხედველობაში, KfW-ის მოქმედი მოთხოვნებისა და შესაბამისი სექტორული პრაქტიკის შესაბამისად. შერჩეული კონსულტანტი არ უნდა იყოს დაკავშირებული რომელიმე კომპანიასთან ან პროექტთან, რომელმაც ამ პოზიციის ფარგლებში დაკისრებული შესყიდვის პასუხისმგებლობის შესრულებისას შეიძლება ინტერესტა კონფლიქტი წარმოშვას. კონსულტანტი პირდაპირ ანგარიშვალდებული იქნება TUDA-ს შესაბამისი პროექტის მენეჯერების წინაშე. საშუალო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 20 საათს კვირაში.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:

** ბაკალავრის ხარისხი შესაბამის სფეროში. მაგისტრის ხარისხი დაკავშირებულ დისციპლინაში ჩაითვლება უპირატესობად;
** საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებსა და პროგრამებში მინიმუმ 7-წლიანი მზარდი პასუხისმგებლობის მქონე პროფესიული გამოცდილება შესყიდვების სფეროში;
** მინიმუმ 7-წლიანი უფროსი სპეციალისტის დონის გამოცდილება საქონლის, სამუშაოებისა და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაში KfW-ის ან სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წესებისა და პროცედურების შესაბამისად, მათ შორის სატენდერო პროცესების, შეფასებისა და "No Objection" პროცედურების დამოუკიდებლად წარმართვის გამოცდილება;
** ძლიერი ანალიტიკური, წერითი, მოლაპარაკების და პრობლემების გადაჭრის უნარები;
** მრავალდისციპლინური გუნდების ხელმძღვანელობისა და კოორდინაციის გამოცდილება კომპლექსურ IFI-დაფინანსებულ შესყიდვების პროცესებში;
** ქართული და ინგლისური ენების ძლიერი ზეპირი და წერილობითი ცოდნა, არანაკლებ B2 დონისა;
** სტანდარტული და სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, მათ შორის Word, Excel, PowerPoint, Google Drive და ელექტრონული ფოსტა.

შერჩევის პროცესი:

შერჩევა განხორციელდება TUDA-ს მიერ კონკურენტული და გამჭვირვალე წესით, TUDA-ს მოქმედი პროცედურებისა და KfW-ის სამართლიანობის, თანაბარი შესაძლებლობებისა და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევის პრინციპების შესაბამისად. შეფასებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ მინიმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. საჭიროების შემთხვევაში, TUDA უფლებამოსილია მოკლე სიაში მოხვედრილი კანდიდატები მიიწვიოს გასაუბრებაზე დამატებითი განმარტებების მისაღებად.

საკონკურსო დოკუმენტაცია:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

** CV ინგლისურ ენაზე;
** მოკლე სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
** შესაბამისი აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
** ფინანსური წინადადება, ევროში მითითებული დღიური განაკვეთით.

დამატებითი ინფორმაცია
პასუხისმგებლობების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, ანგარიშგების წესის, შეფასების კრიტერიუმებისა და სახელშეკრულებო პირობების დეტალური აღწერა მოცემულია თანდართულ ტექნიკურ დავალებაში (ToR).

განაცხადების წარდგენის წესი:

განაცხადები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელფოსტაზე: nino.khitarishvili@gopa.eu
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 21.05.2026
წერილის სათაური: Application - Procurement Manager - SUM Tbilisi

TUDA იტოვებს უფლებას, მოქმედი პროცედურების შესაბამისად, მიიღოს ან უარყოს ნებისმიერი განაცხადი და საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს ან შეწყვიტოს შერჩევის პროცესი ნებისმიერ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე