|
დასახელება:
კლიენტა მომსახურების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
DHL
|
|
გამოქვეყნდა: 21 აპრილი
/ ბოლო ვადა: 03 მაისი
|
"DHL"-ის საქართველოს წარმომადენლობა, კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე ბათუმის ფილიალში.
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30, შაბათი: 10:00-14:00);
ანაზღაურება: 1100 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტების სრულყოფილი მომსახურება;
** ჩამოსული გზავნილის გაცემა და სისტემური ასახვა;
** კლიენტებს აწვდის ინფორმაციას პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ;
** აიდენტიფიცირებს კლიენტის საჭიროებას და უზრუნველყოფს შესაბამის მომსახურების;
** უზრუნველყოფს პროდუქტების და მომსახურების გაყიდვას;
** დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამულ მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება;
** სასურველია მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური ენის კარგი ცოდნა და სასურველია რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის და გადოცემის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 3 მაისის ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას"DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. "DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
|
|
|
|