Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
სს "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ჩვენს შესახებ:

"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" ბაზარაზე ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა 2017 წლიდან. კომპანია თავის მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს დაზღვევის მიმართულებით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ საიტზე: https://igg.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორატიული კლიენტების მოძიება;
** შეთავაზებების მომზადება და პრეზენტაცია;
** ხელშეკრულებების გაფორმება და პოლისების განახლების კონტროლი;
** ბაზრის მონიტორინგი და გაყიდვების განვითარების ინიციატივები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვებში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება (სასურველია სადაზღვევო სფეროში);
** აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების უნარი;
** გაყიდვებზე ორიენტირებული აზროვნება;

ჩვენი მხრიდან გთავაზობთ:

** ჯანსაღი გარემო;
** კარიერული წინსვლის პერსპექტივა;
** ჯანრთელობის დაზღვევა;
** მოჭრილი ხელფასი + საბონუსე სისტემა;
** კორპორატიული ნომერი;
** სამუშაო პროცესის დროს სრული მხარდაჭერა და თავისუფლება.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტონულ მისამართზე: vacancy@myigg.ge გთხოვთ თემის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი-თბილისი"

გისურვებთ წარმატებას და გელოდებით!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე