|
დასახელება:
სავაჭრო წარმომადგენელი
|
| მომწოდებელი:
მაქსიმუსი
|
|
გამოქვეყნდა: 21 აპრილი
/ ბოლო ვადა: 21 მაისი
|
საწარმოო კომპანია "მაქსიმუსი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციისთვის!
MAXIMUS - ლუდისა და წასახემსებელი პროდუქტების მწარმოებელი კომპანია - აფართოებს გაყიდვების დეპარტამენტს და ეძებს სავაჭრო წარმომადგენელს დისტრიბუციის განვითარებისთვის.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: სრული, განიხილება ნაწილობრივი დასაქმებაც
** ანაზღაურება: 2000 ლარიდან
** ლოკაცია: ქ.თბილისი, ქ.ქუთაისი, ქ.ბათუმი
** ადგილების რაოდენობა: 4 (2 - თბილისი, 1 - ქუთაისი, 1- ბათუმი)
** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე
თქვენი ძირითადი მოვალეობები:
** MAXIMUS-ის პროდუქციის გაყიდვა (ჩამოსასხმელი და ბოთლირებული ლუდი, წასახემსებელი პროდუქტები)
** მომხმარებელთა ბაზის განვითარება (მაღაზიები, ბარები, რესტორნები, ქსელები)
** ახალი მომხმარებლებისა და გაყიდვის წერტილების აქტიური მოძიება
** მოლაპარაკებების წარმოება და ახალი პარტნიორების ჩართვა
** მომხმარებელთან პროდუქციის წარდგენის კონტროლი
** დებიტორული დავალიანების კონტროლი
** გაყიდვების გეგმების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება (FMCG / HoReCa - ჩაითვლება უპირატესობად)
** რუსული ენის ცოდნა (სავალდებულოა)
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** დისტრიბუციის პრინციპების ცოდნა
** შედეგსა და შემოსავალზე ორიენტირებულობა
** საკუთარი ავტომობილის ყოლა — სასურველია
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტული ფიქსირებული ანაზღაურება + გაყიდვებიდან პროცენტს
** შემოსავლის ზრდა ლიმიტის გარეშე
** მაღალი ხარისხის პროდუქტს საკუთარი წარმოებიდან (მაღალი მოთხოვნა)
** ბრენდის განვითარებაზე გავლენის შესაძლებლობას
** საწვავის / ხარჯების კომპენსაციას
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე ქართულ ენაზე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: staff@zgvaludi.ge
რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს "მაქსიმუსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|