|
დასახელება:
უძრავი ქონების აგენტი/გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჯეო რეალტორი
|
|
გამოქვეყნდა: 21 აპრილი
/ ბოლო ვადა: 21 მაისი
|
უძრავი ქონების ლიდერი კომპანია "ჯეო რეალტორი" აცხადებს ვაკანსიას, უძრავი ქონების აგენტის/გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ეს საქმე საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია, რადგან ვყიდით და ვაქირავებთ ყველაზე ძვირფას და მოთხოვნად აქტივს - უძრავ ქონებას.
თუ გსურთ გაყიდვების სფეროში მიიღოთ უდიდესი გამოცდილება, ეს საქმე თქვენთვისაა.
ჩვენი გუნდი გთავაზობთ:
** ჩაგბარდებათ კომპანიის კლიენტები, მათ შორის VIP კლიენტები. თქვენ არ იქნებით დამოკიდებული მხოლოდ თქვენს თავზე (სხვა არცერთ უძრავი ქონების კომპანიაში არ ჩაგაბარებენ თავიანთ კლიენტებს).
** ჩვენთან არ გჭირდებათ გამოცდილება (ადგილზე შეგასწავლით ყველაფერს პროფესიულ დონეზე);
** გვაქვს სტუდენტების ხელშეწყობა;
** ყოველი გაკეთებული საქმიდან მიიღებთ 50%-ს.
** ულიმიტო კორპორატიული სასაუბრო;
** ბალანსი საიტებზე სამუშაოდ;
** კომფორტული და მეგობრული გარემო;
** კარიერული წინსვლა;
** ყოველთვიურად წარმატებულ კადრებს ვუშვებთ სხვადასხვა ტურებში დასასვენებლად.
სამუშაო საათები: 11-დან 19 საათამდე. (შუალედში 1 საათიანი შესვენება).
კვირაში 5 სამუშაო დღე (დასვენება შაბათ-კვირას).
ანაზღაურება: გამომუშავებით 2000 ლარიდან ზემოთ. ამ სფეროში მაქსიმუმი და მინიმუმი არ არსებობს. კომპანია მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს, რომ რაც შეიძლება მეტი თანხა გამოიმუშაოთ.
ძირითადი მოთხოვნები:
** სისხარტე
** პუნქტუალურობა
** კომუნიკაბელურობა
** შრომისმოყვარეობა
** გუნდურად მუშაობის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** უძრავი ქონების გაყიდვა-გაქირავება;
** კომპანიის ჩათებში კლიენტებთან კომუნიკაცია;
** განცხადებების განთავსება საიტებზე (გვაქვს სპეციალური პროგრამა რომელიც თავისით ანთავსებს განცხადებებს)
** სატელეფონო ზარების განხორციელება
** კლიენტების მომსახურება.
ჩვენ რამდენ პრივილეგიასაც გთავაზობთ ამდენს ვერ შემოგთავაზებთ ვერცერთი ქართული უძრავი ქონების სააგენტო. ამიტომ, გააკეთეთ სწორი არჩევანი და აირჩიეთ "ჯეო რეალტორი". დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე: georealtor01@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 568 144 144
|
|
|
|