Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=715700&print=yes&view=jobs
 
ინსტალატორ-ოპტიკოსი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინსტალატორ-ოპტიკოსი
მომწოდებელი: ახალი ქსელები
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორ-ოპტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: გორი
განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** დაზიანებული ბოჭკოვანი წვერების მოძიება (მონაკვეთის დაზუსტება) და აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობა;
** ოპტიკური ქუროს და ოდფ-ის ინსტალაცია;
** ოპტიკური სააბონენტო ქსელის ინსტალაცია;
** ყოველდღიურად სამოქმედო უბანში შემოსული ყველა დადგმა, დაზიანება-აღდგენის შესრულება წინასწარ დადგენილ ვადებში;
** აბონენტის სახაზო ნაწილის მონტაჟი;
** კომპიუტერში მოდემისათვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** გამართულად მეტყველება;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV/ან საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@ak.ge და გთხოვთ, დანიშნულების ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - ინსტალატორ-ოპტიკოსი (გორი)

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ახალი ქსელები" - ს მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

შპს "ახალი ქსელები" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია