Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=715675&print=yes&view=jobs
 
დარბაზის მერჩენდაიზერი - ზემო ფონიჭალა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დარბაზის მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 21 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
მარკეტების ქსელი "ზღაპარი" აცხადებს აქტიურ ვაკანსიას დარბაზის მერჩენდაიზერის პოზიციაზე შემდეგ ფილიალში: ზემო ფონიჭალა შავნაბადას ასახვევთან.

ჩვენთან მერჩენდაიზერები არ არიან მოძრავები, მუშაობენ მხოლოდ ერთ ფილიალში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: 08:00-17:00 ან 14:00-23:00 სთ
** სამუშაო დღეები: 5 დღე კვირაში
** ანაზღაურება: 1000₾

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის ვადის კონტროლი.
** პროდუქციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა.
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის დახმარება წონის პროდუქციის შესყიდვაში.

პიროვნული თვისებები:

** დაკვირვების უნარი;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანი მომსახურების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით: http://zgapari.ge/career/

ან გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@zgapari.ge,

ასევე, გასაუბრებაზე ჩასაწერად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 22 66 40.

გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია