|
დასახელება:
საგადასახადო აუდიტორი
|
| მომწოდებელი:
Elite Audit & Legal Services
|
|
გამოქვეყნდა: 21 აპრილი
/ ბოლო ვადა: 21 მაისი
|
"ელიტ აუდიტი" (http://www.eaudit.ge) აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო აუდიტორის პოზიციაზე. ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც ჩაერთვება საგადასახადო აუდიტის პროექტებში და იმუშავებს როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდთან კოორდინაციით.
ლოკაცია: თბილისი/ჰიბრიდული ფორმატი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიების საგადასახადო მდგომარეობის ანალიზი
** საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება და შეფასება
** საგადასახადო აუდიტის პროცესში მონაწილეობა (pre-audit/during audit/post-audit ეტაპები)
** შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მხარდაჭერა
** აუდიტის აქტებზე რეაგირების, ახსნა-განმარტებებისა და საჩივრების მომზადება
** კლიენტებისთვის რეკომენდაციების შემუშავება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ბუღალტერიაში ან შესაბამის სფეროში
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება საგადასახადო მიმართულებით
** პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ შემოსავლების სამსახურში აუდიტის დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ღრმა ცოდნა
** ანალიტიკური და სტრუქტურული აზროვნება
** კომუნიკაციისა და არგუმენტაციის მაღალი უნარები
სამუშაო პირობები:
** ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი
** მოქნილი ჩართულობის ფორმატი (პროექტებზე დაფუძნებული თანამშრომლობა)
** კონკურენტული ანაზღაურება
- თითოეულ პროექტზე 25% - 40%
- საკუთარი კლიენტის მოყვანის შემთხვევაში: 40% - 60%
- დავის/აპელაციის წარმატების შემთხვევაში: Bonus fee: 5% - 15%
დამატებითი ბენეფიტები:
** მოქნილი გრაფიკი
** მრავალფეროვანი ქეისები (იმპორტი, მშენებლობა, FMCG და ა.შ.)
** ძლიერი იურიდიული გუნდის მხარდაჭერა
** დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება
პოზიცია განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც უკვე მუშაობენ საგადასახადო აუდიტის მიმართულებით და სურთ საკუთარი პრაქტიკული გამოცდილების გაფართოება სხვადასხვა ბიზნეს სექტორში და მრავალფეროვან პროექტებზე.
განაცხადის წარდგენა:
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: Eaudit.ge@gmail.com
სათაურში მიუთითეთ: Tax Auditor
|
|
|
|