|
დასახელება:
საკრედიტო ოფიცერი/სტაჟიორი
|
| მომწოდებელი:
პრაიმკორ კაპიტალი
|
|
გამოქვეყნდა: 21 აპრილი
/ ბოლო ვადა: 21 მაისი
|
შ.პ.ს "პრაიმკორ კაპიტალი" არის საფინანსო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს "პრაიმკორ კაპიტალის" უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.
ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.
შ.პ.ს "პრაიმკორ კაპიტალი" გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციაზე: საკრედიტო ოფიცერი/სტაჟიორი რუსთავში.
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ; ნახევარი განაკვეთი შაბათს 11:00-დან 15:00 საათამდე;
** ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა: მინიმუმ 1 თვე;
** ანაზღაურება: 700-1000 ლარი (გამოცდილების შესაბამისად) + მოქნილი ბონუსი;
** კორპორაციული ულიმიტო სასაუბრო მობილურის ნომერი;
** ავტომანქანის ფლობის შემთხვევაში, საწვავის ანაზღაურება.
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
ფუნქციები და მოვალეობები:
** საკრედიტო ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
** კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
** საინფორმაციო ბროშურების მიზნობრივი გავრცელება;
** პოტენციური კლიენტისათვის სესხის პირობების გაცნობა, პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;
** საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტისთვის გადაგზავნა;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხის მართვა;
** მიმდინარე კლიენტებთან ვიზიტი თანხის გადახდევინების მიზნით;
** ნაღდი ფულის მიღება;
** მატერიალური პასუხისმგებლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
** გამართული მეტყველება;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);
** კონფლიქტების არიდებისა და გადაწყვეტის უნარი;
** პრინციპულობა და შეუპოვრობა მუშაობაში;
** სისხარტე მუშაობაში;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** დინამიკურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად
** სამუშაოს სწრაფად მზარდ კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში.
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას
გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV შემდეგ საფოსტო მისამართზე: primecor.capital@gmail.com
განაცხადი არ განიხილება თუ:
** არ იქნება აპლიკანტის ფოტოსურათი;
** განაცხადში არ იქნება მითითებული აპლიკანტისათვის მისაღები მინიმალური ხელფასი.
|
|
|
|