|
დასახელება:
გაყიდვების/ექაუნთ მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
DDBO
|
|
გამოქვეყნდა: 20 აპრილი
/ ბოლო ვადა: 20 მაისი
|
სარეკლამო კომპანია "DDBO" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების / ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.
სარეკლამო კომპანია "DDBO" - 18 წლიანი გამოცდილების მქონე, მზარდი და ინოვაციური კომპანია სარეკლამო ბაზარზე - აფართოებს გუნდს და ეძებს მოტივირებულ გაყიდვების / ექაუნთ მენეჯერს.
ჩვენ ვქმნით და ვმართავთ ექსკლუზიურ სარეკლამო პროექტებსა YouTube პლატფორმაზე, მათ შორის:
"უბანზე", სერიალები "უსაშველოები", "ჩპს", თრეველ შოუ "წითელი და შავი", "იუთუბ ლიგა" და ა.შ.
რას გთავაზობთ:
** პრაქტიკულ და შედეგზე ორიენტირებულ ტრენინგებს გაყიდვების ტექნიკებზე;
** საინტერესო თამაშებს (მათ შორის"მაფიის ღამე"-ს ახალ მარკეტინგულ, ბიზნეს ვერსიას) და შეჯიბრებებს გაყიდვების გუნდთან ერთად;
** რეალურ შეხვედრებს კომპანიებთან და კლიენტებთან;
** გამოცდილ მენეჯერებთან მუშაობისა და სწავლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ, ენერგიულ და პროფესიული ზრდისთვის იდეალურ გარემოს;
** სტუდენტებზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
** ულიმიტო სასაუბრო დროით უზრუნველყოფას;
** კარიერული ზრდისა და დაწინაურების რეალურ პერსპექტივას.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 10:30 - 18:00 (შაბათ-კვირის გარდა)
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 179ა (ყოფილ გერმანიის საელჩოსთან)
ანაზღაურება:
** გეგმური ბონუსი - 300-500 ლარი;
** 15% იუთუბ პროექტებიდან;
** 10% სხვა შეკვეთების მოგებიდან;
** საშუალო თვიური ანაზღაურება: 600 - 1500 ლარი.
ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენს გუნდზე და გვჯერა, რომ ძლიერი შედეგი ძლიერი ადამიანებით იქმნება.
თუ გინდა, განვითარდე გაყიდვებში, იმუშაო რეალურ პროექტებზე და გახდე დინამიკური გუნდის ნაწილი — "DDBO" შენ გელოდება.
რეზიუმე გამოგვიგზავნე: predastudio41@gmail.com
ან დაგვიკავშირდი: 579 02 99 66
|
|
|
|