Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=715589&print=yes&view=jobs
 
ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ასორტი ვერე
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / ბოლო ვადა: 20 მაისი
კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.

ჩვენ ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ ციფრული მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ციფრული არხების ეფექტურ მართვაზე, სარეკლამო კამპანიების ოპტიმიზაციაზე და ონლაინ გაყიდვების ზრდაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12.
სამუშაო განაკვეთი: სრული.

ძირითადი ფუნქციები:

** სამიზნე აუდიტორიის და შესაბამისი სოც. მედიის პლატფორმის იდენტიფიცირება (Facebook, Instagram, Linkedin ect.);
** სოც. მედია სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
** სოც. მედიაზე კონტენტის განთავსება და მართვა;
** მომხმარებელთა შეკითხვების, კომენტარების, გამოხმაურებების კონტროლი;
** სოც. მედიაზე აქტივობების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან: reach, impression, conversion rate, cost per click და ა.შ.;
** სოც. მედიის უახლესი ტენდენციების მიყოლა;
** რეკლამების დაგეგმვასა და განთავსებაზე დროული და ეფექტური რეაგირება;
** სწორი აუდიტორიის შერჩევა და სამიზნე ჯგუფის ზუსტი განსაზღვრა;
** უშუალო ხელმძღვანელისათვის შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** სოც. მედია მენეჯერის, ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სოც. მედიისა და ციფრული მარკეტინგის პრინციპების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office (Excel, Word, Power Point)).

პიროვნული მახასიათებლები:

** შემოქმედებითობა და ინიციატივის ქონის უნარი;
** კრეატიული აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების სწორად დანახვის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge, წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ციფრული მარკეტინგის მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია