Робота для біженців з України
მარკეტინგის საოპერაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: ასორტი ვერე
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / ბოლო ვადა: 20 მაისი
კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12.
სამუშაო განაკვეთი: სრული.

ძირითადი ფუნქციები:

** სარეკლამო და ბრენდირებული მასალების მომზადება და მართვა;
** ვებ-გვერდის მართვა, რეგულარული მონიტორინგი და განახლების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება.
** გარე მარკეტინგულ პარტნიორებთან ურთიერთობა და კოორდინაცია;
** მომხმარებელზე ორიენტირებული აქტივობების უზრუნველყოფა, გამოკითხვების დაგეგმვა, შედეგების ანალიზი;
** საერთო მარკეტინგული სტრატეგიის აღსრულების უზრუნველყოფა, მარკეტინგული იდეების გენერირება და ინიციატივების შეთავაზება;
** კომპანიის ფილიალების მონიტორინგის განხორციელება, ფილიალებში სარეკლამო და ბრენდირებული მასალების არსებობის კონტროლი, ფილიალის სავაჭრო თაროების, მარკეტინგული ატრიბუტიკის, ასევე შიდა და გარე ინტერიერის კომპანიის მარკეტინგულ სტრატეგიასთან/სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მართვა, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
** უშუალო ხელმძღვანელისათვის შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის პრინციპების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office (Excel, Word, Power Point)).

პიროვნული მახასიათებლები:

** შემოქმედებითობა და ინიციატივის ქონის უნარი;
** კრეატიული აზროვნების უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** განვითარებულობაზე ორიენტირებულობა.

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge, წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მარკეტინგის საოპერაციო მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე