Робота для біженців з України
ბუღალტრის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის ასისტენტი
მომწოდებელი: ვიზიტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / ბოლო ვადა: 20 მაისი
ტურისტული სააგენტო "ვიზიტ ჯორჯია" არის შემომყვანი ლიდერი ტურ-ოპერატორი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ბაზარზე ოპერირებს 1997 წლიდან.

კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ტურისტულ და MICE კომპანიებთან და ყოველწლიურად მონაწილეობს მრავალ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე.

კომპანიის მომსახურების მაღალი ხარისხი, თანამედროვე მიდგომები, ევროპული სტანდარტებით მუშაობა და მრავალ ენაზე მოსაუბრე, მაღალკვალიფიციური თანამშრომლები განაპირობებენ მის ყოველწლიურ წარმატებასა და ზრდას.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ვებ გვერდს: https://visitgeorgia.ge/

ტურისტული კომპანია "ვიზიტ ჯორჯია" აცხადებს ბუღალტრის ასისტენტის ვაკანსიას.

ადგილმდებარეობა - თბილისი, ინგოროყვას ქუჩა 4ა
განაკვეთი - სრული, არადისტანციური, ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00
მზარდი ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად - საწყისი ხელფასი 1000-1500 ლარი (ხელზე
ასაღები) გამოსაცდელ ვადაში

სამუშაოს აღწერა:

** ტურებთან დაკავშირებული ხარჯების აღრიცხვა პროგრამულად
** მიღებული ინვოისების და პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი
** ბუღალტრული საბუთების დალაგება/დახარისხება
** ანგარიშფაქტურებისა და ზედნადებების მიღება-გატარება
** სხვადასხვა ყოველდღიური ოპერაციების შესრულება

ჩვენთვის საინტერესო კანდიდატს სავალდებულოა ჰქონდეს:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით
** MS Office-ში მუშაობის გამოცდილება

შეეძლოს:

** ლოგიკურად აზროვნება
** გამართული კომუნიკაცია
** დეტალებზე ორიენტაცია
** ორგანიზებულობა

გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** პროფესიულ და კარიერულ განვითარებას
** კორპორატიულ სამედიცინო დაზღვევას
** მზარდ ანაზღაურებას

გთხოვთ, ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@visitgeorgia.ge; სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ბუღალტრის ასისტენტი.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე