Робота для біженців з України
ფრანგულ-ინგლისურენოვანი ტურ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფრანგულ-ინგლისურენოვანი ტურ-ოპერატორი
მომწოდებელი: ვიზიტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / ბოლო ვადა: 20 მაისი
ტურისტული სააგენტო "ვიზიტ ჯორჯია" არის შემომყვანი ლიდერი ტურ-ოპერატორი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ბაზარზე ოპერირებს 1997 წლიდან.

კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ტურისტულ და MICE კომპანიებთან და ყოველწლიურად მონაწილეობს მრავალ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე.

კომპანიის მომსახურების მაღალი ხარისხი, თანამედროვე მიდგომები, ევროპული სტანდარტებით მუშაობა და მრავალ ენაზე მოსაუბრე, მაღალკვალიფიციური თანამშრომლები განაპირობებენ მის ყოველწლიურ წარმატებასა და ზრდას.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ვებ გვერდს: http://www.visitgeorgia.ge/

ტურისტული კომპანია "ვიზიტ ჯორჯია" აცხადებს ფრანგულ-ინგლისურენოვანი ტურ-ოპერატორის ვაკანსიას:

ადგილმდებარეობა - თბილისი, ინგოროყვას ქუჩა 4ა
განაკვეთი - სრული, არადისტანციური
ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00
მზარდი ანაზღაურება - საწყისი ხელფასი 1800 ლარი (ხელზე ასაღები) პირველი სამი თვე, მეოთხე თვიდან 2200 (ხელზე ასაღები)

სამუშაოს აღწერა:

** საერთაშორისო კლიენტებისთვის ტურისტული პაკეტების შექმნა და მართვა
** უცხოურ პარტნიორებთან თანამშრომლობა
** მაღალი ხარისხის მომსახურებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა
** ბაზრის ტენდენციების შესწავლა და ანალიზი
** ბიზნესის ზრდასა და განვითარებაში წვლილის შეტანა

ჩვენთვის საინტერესო კანდიდატი სასურველია ჰქონდეს:

** უმაღლესი განათლება
** ფრანგული და ინგლისური ენის ცოდნა (C1, ვერბალური და წერილობითი)
** საოფისე პროგრამების ცოდნა, საქმიანი კორესპონდენციისა და სწრაფად ბეჭდვის უნარი
** მსგავს პოზიცაზე, ან გიდად მუშაობის გამოცდილება სასურველი, მაგრამ არა აუცილებელი
** საქართველოს გეოგრაფიის, ტრადიციების და ზოგადი ისტორიის ცოდნა
** თვითმოტივაცია და განვითარების სურვილი

უნდა შეეძლოს:

** გამართული კომუნიკაცია
** დეტალებზე ორიენტაცია
** დროის ეფექტურად მართვა
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობა

გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** პროფესიულ და კარიერულ განვითარებას
** კორპორატიულ სამედიცინო დაზღვევას
** მზარდ ანაზღაურებას

გთხოვთ, ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@visitgeorgia.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ფრანგულ-ინგლისურენოვანი ტურ-ოპერატორი.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე