Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=715580&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
შესყიდვის განცხადება

(საკონსულტაციო მომსახურება - ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევა)
საქართველო

პროექტის სახელი: საქართველო - ზემო სამგორის ირიგაციის პროექტი (ზსიპ)
კონტრაქტის სახელი: შესყიდვების სპეციალისტი
ნომერი: ZSIP/PMU/INDV-15

საქართველოს მთავრობამ მიიღო დაფინანსება ევროპის საინვესტიციო ბანკიდან (EIB) და საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD), რომ დააფინანსოს საქართველო - ზემო სამგორის ირიგაციის პროექტი და განზრახული აქვს ამ თანხების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტის გადახდებისათვის: შესყიდვების სპეციალისტის საკონსულტაციო მომსახურება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (სგდსმს) იწვევს უფლებამოსილ კანდიდატებს წარმოადგინონ წინადადებები შემდეგი საკონსულტაციო (შემდგომში წოდებული "მომსახურება") მომსახურების მოწოდების მიზნით: შესყიდვების სპეციალისტი. დეტალური ინფორმაცია მომსახურების შესახებ აღწერილია დანართი N1-ში - სამუშაო დავალება.

კანდიდატის შერჩევა განხორციელდება შესყიდვების სახელმძღვანელოს შესაბამისად EIB-ის მიერ დაფინანსებული პროექტებისთვის, დათარიღებული 2024 წლის მარტით და ინდივიდუალები შეირჩევიან "ღია პროცედურით", ამავე სახელმძღვანელოს პუნქტი 4.2.1-ის შესაბამისად https://www.eib.org/en/publications/20240132-guide-to-procurement-for-projects-financed-by-the-eib

წინადადებები წარმოდგენილი უნდა იქნას არაუგვიანეს 2026 წლის 1 ივნისის 15:00 საათისა (ადგილობრივი დროით).

დაინტერესებულ კანდიდატებს დეტალური მოწვევა წინადადებების წარმოსადგენად შეუძლიათ იხილონ შემდეგ ბმულზე: https://www.dropbox.com/scl/fi/2djyiplsnu7np4gh9x57w/RFP-Procurement-Specialist_Final.pdf?rlkey=uy2cuxwd8drlevpmi8xkk93ni&dl=0
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია