Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / ბოლო ვადა: 20 მაისი
ჩვენი კომპანია ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, რომელიც მოიცავს სასტუმროს, რესტორანსა და სპა-გამაჯანსაღებელ სივრცეებს.

კომპანია აღნიშნული საქმიანობისთვის ეძებს კვალიფიციურ იურისტს.

მდებარეობა: თბილისთან ახლოს
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ გამოცდილების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ინტერესების წარმოდგენა და დაცვა საჭიროებისამებრ;
** სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების (ნასყიდობა, მომსახურება, იჯარა და ა.შ.) მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება.
** კომპანიის შიდა სამართლებრივი აქტების, ბრძანებების და დებულებების შემუშავება.
** შინაგანაწესის, შრომითი ხელშეკრულებების და სხვა კადრებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და დოკუმენტაციის მომზადება;
** მიმდინარე საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა მენეჯმენტისა და სხვადასხვა დეპარტამენტისთვის.
** კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მონიტორინგი და მათი გავლენის ანალიზი კომპანიის საქმიანობაზე.
** კადრების დოკუმენტაციის შრომის კოდექსის ზედმიწევნით შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: იურიდიული, სამოქალაქო მიმართულებით;
** ამ მიმართულებით კერძო კომპანიებში მუშაობის გამოცდილება;
** სერტიფიკატი: ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (საერთო ან სამოქალაქო სპეციალიზაციით) ჩაითვლება პრიორიტეტად.
** შრომის კოდექსის ზედმიწევნით ცოდნა;
** კადრების მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

** ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: css_ltd@yahoo.com. სათაურში მიუთითეთ "იურისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე