Робота для біженців з України
მონიტორინგისა და კონტროლის სამმართველოს მთავარი კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორინგისა და კონტროლის სამმართველოს მთავარი კოორდინატორი
მომწოდებელი: მყარი ნარჩენების მართვის კომპანია
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / ბოლო ვადა: 05 მაისი
შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" აცხადებს კონკურსს სახიფათო ნარჩენების მართვის დეპარტამენტის სახიფათო ნარჩენების მართვის მონიტორინგისა და კონტროლის სამმართველოს მთავარი კოორდინატორის ვაკანსიაზე.

სამუშაო ადგილი: კომპანიის თბილისის ოფისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
შრომის ანაზღაურება: 4400 (საშემოსავლოს ჩათვლით)

მოკლე ინფორმაცია კომპანიის შესახებ: შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" შეიქმნა 2012 წელს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" პასუხისმგებელია მუნიციპალური (არასახიფათო) ნაგავსაყრელების მართვაზე ქვეყნის მასშტაბით, გარდა თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა. დღეისათვის კომპანიის მფლობელობაშია 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელი.

კომპანიის მისიაა ნარჩენების განთავსებისა და გადამუშავების შედეგად გარემოზე და ადამიანზე ზემოქმედების შემცირების მიზნით საქართველოს რეგიონებში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მაღალი სტანდარტების დანერგვა და რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელების მოსახლეობისა და ეკოსისტემების უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი ოპერირების სისტემების შექმნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სახიფათო ნარჩენების ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციისა და მოვლა-შენახვის პროცესებში ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა
** ობიექტების ოპერირების, შრომის უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმებისა და ინსტრუქციების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი დაცვის მონიტორინგი
** ობიექტებზე მომუშავე პერსონალისთვის პერიოდული სწავლებების ჩატარება
** სახიფათო ნარჩენების ინფრასტრუქტურული ობიექტების გარემოსდაცვითი სისტემის მდგომარეობის ინსპექტირება
** ისტორიულად დაბინძურებული ადგილებისა და სამარხების ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება
** ნაგავსაყრელების, რეგიონული ცენტრებისა და სამარხების ოპერირებისა და დახურვის შემდგომი მოვლის საქმიანობის რეგულარულ მონიტორინგში მონაწილეობა
** ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების შერჩევითი შემოწმება საპროექტო დოკუმენტაციასთან და სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობის დასადგენად
** სახიფათო ნარჩენების ინფრასტრუქტურული ობიექტების დასრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა
** მშენებლობის ნებართვებისა და გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურებში მონაწილეობა
** ობიექტებზე გარემოსდაცვითი მართვის სისტემის მდგომარეობის მონიტორინგი
** ობიექტებზე ნარჩენების მიღების აღრიცხვის ელექტრონული სისტემის მუშაობის მონიტორინგი
** სამმართველოს უფროსის სხვა დავალებების შესრულება
** კომპანიის ხელმძღვანელობის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები (კვალიფიკაცია და უნარები):

** ეკოლოგია, გეოლოგია, ინჟინერია ან ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება; ასევე საჯარო სამსახურში ან საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილება
** 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა

დამატებითი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა, მოტივირებულობა, დავალების დროულად შესრულების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** ფორსმაჟორულ გარემოში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

შერჩევა ხორციელდება:

** CV/რეზიუმეების გადარჩევა
** გასაუბრება

დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 21 აპრილიდან 2026 წლის 05 მაისის ჩათვლით გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: hr@waste.gov.ge

შემდეგი დოკუმენტები:

** სამოტივაციო წერილი
** CV (უნდა შეიცავდეს რეკომენდატორის სახელსა და საკონტაქტო ინფორმაციას)
** დიპლომის ასლი
** პირადობის ასლი

(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასრულყოფილი აპლიკაციის წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება)

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე