|
დასახელება:
უფროსი კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
მყარი ნარჩენების მართვის კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 20 აპრილი
/ ბოლო ვადა: 05 მაისი
|
შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" აცხადებს კონკურსს სახიფათო ნარჩენების მართვის დეპარტამენტის სახიფათო ნარჩენების მართვის, დაგეგმვის და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი კოორდინატორის ვაკანსიაზე.
სამუშაო ადგილი: კომპანიის თბილისის ოფისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
შრომის ანაზღაურება: 3820 (საშემოსავლოს ჩათვლით)
მოკლე ინფორმაცია კომპანიის შესახებ: შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" შეიქმნა 2012 წელს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" პასუხისმგებელია მუნიციპალური (არასახიფათო) ნაგავსაყრელების მართვაზე ქვეყნის მასშტაბით, გარდა თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა. დღეისათვის კომპანიის მფლობელობაშია 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელი.
კომპანიის მისიაა ნარჩენების განთავსებისა და გადამუშავების შედეგად გარემოზე და ადამიანზე ზემოქმედების შემცირების მიზნით საქართველოს რეგიონებში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მაღალი სტანდარტების დანერგვა და რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელების მოსახლეობისა და ეკოსისტემების უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი ოპერირების სისტემების შექმნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სახიფათო ნარჩენების მართვის სტრატეგიული მიზნებისა და გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** სახიფათო ნარჩენების მართვის საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი და ქვეყანაში დანერგვის შესაძლებლობის შეფასება;
** კომპანიის ინსტიტუციონალური გაძლიერების მიზნით საჭიროებათა შეფასება და შესაბამისი წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა;
** სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ახალი პროექტების ინიცირებაში, დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვა და კოორდინაცია;
** საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, დონორ ორგანიზაციებთან, საკონსულტაციო კომპანიებთან, კონტრაქტორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა;
** სახიფათო ნარჩენებთან დაკავშირებით საკონსულტაციო მომსახურების ზედამხედველობა, ანგარიშების გაცნობა, სამოქმედო გეგმისა და დაგეგმილი ბიუჯეტის შესრულების ზედამხედველობა;
** პროექტის მიმდინარეობის სტატუს ანგარიშებისა და შესრულების ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
** პროექტების ფარგლებში საჭირო აქტივობების განხორციელებაში მონაწილეობა;
** სხვადასხვა კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მიღება;
** შეხვედრების ოქმების მომზადება;
** კომპანიის ხელმძღვანელობის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები (კვალიფიკაცია და უნარები):
** საერთაშორისო ურთიერთობები, საჯარო მმართველობა, ბიზნესის ადმინისტრირება, გარემოს დაცვა, სამოქალაქო ინჟინერია, ფინანსები ან იურიდიული მიმართულება;
** 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა, მოტივირებულობა, დავალების დროულად შესრულების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ფორსმაჟორულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
შერჩევა ხორციელდება:
** CV/რეზიუმეების გადარჩევა
** გასაუბრება
დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 21 აპრილიდან 2026 წლის 05 მაისის ჩათვლით გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე hr@waste.gov.ge
შემდეგი დოკუმენტები:
** სამოტივაციო წერილი
** CV (უნდა შეიცავდეს რეკომენდატორის სახელსა და საკონტაქტო ინფორმაციას)
** დიპლომის ასლი
** პირადობის ასლი
(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასრულყოფილი აპლიკაციის წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება)
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|