Робота для біженців з України
აუქციონის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აუქციონის მენეჯერი
მომწოდებელი: ქარმოლი
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / ბოლო ვადა: 21 მაისი
ჩვენს შესახებ:

"Carmall" არის კომპანია, რომელიც აქტიურად ახორციელებს ავტომობილების იმპორტს ამერიკიდან და საქართველოში ქმნის ახალ, კომფორტულ სტანდარტს ავტომობილის შეძენის პროცესში.

ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ აუქციონის მენეჯერს რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი და აქტიურად ჩაერთვება გაყიდვების პროცესის განვითარებაში.

სამუშაო გრაფიკი: 17:00 საათიდან - აუქციონის დასრულებამდე;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
მდებარეობა: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ონლაინ აუქციონებზე (მაგ: Copart, IAAI) ავტომობილების ძიება და ბიდინგი;
** კლიენტებთან კომუნიკაცია მოთხოვნილებების გარკვევის მიზნით;
** აუქციონამდე ინფორმაციის გადამოწმება: ავტომობილის ისტორია, მდგომარეობა, აღწერა და სურათები;
** ფასის სტრატეგიული განსაზღვრა;
** აუქციონის შედეგების მონიტორინგი და ანგარიშგება;
** აშშ-ს საერთაშორისო აუქციონზე მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** აუცილებელია გიყვარდეთ ავტომობილები ;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სასურველია;
** მომხმარებლებთან მეგობრული და თავაზიანი ურთიერთობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** აშშ-ს საერთაშორისო აუქციონზე ავტომობილის მოძებნის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@carmall.ge (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 21.05.2026
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე