|
დასახელება:
ფიზიკური და ოკუპაციური თერაპევტი
|
| მომწოდებელი:
პირველი ნაბიჯი საქართველო
|
|
გამოქვეყნდა: 20 აპრილი
/ ბოლო ვადა: 10 მაისი
|
ააიპ "პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას დღის ცენტრის, ბინაზე მოვლისა და სპორტის წრის ფიზიკური და ოკუპაციური თერაპევტის პოზიციაზე - ქალაქ თბილისში.
"პირველი ნაბიჯი" ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღმის მასივი
ფიზიკური/ოკუპაციური თერაპევტის პასუხისმგებლობაა, დღის ცენტრის მეთოდისტებთან, ბინაზე მოვლის სპეციალისტებთან, ფსიქოლოგსა და განვითარების პედიატრთან თანამშრომლობით, პროგრამაში ჩართულ ბენეციფიარებთან მუშაობა; დღის ცენტრის, ბინაზე მოვლისა და "პირველი ნაბიჯის" სპორტის წრის პროგრამაში ბავშვების ფუნქციური უნარების განვითარების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, ამ მიზნების შესრულება და განხორციელების მონიტორინგი; ამასთან, საჭიროა, პროგრამებით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოება.
ძირითადი მოვალეობები:
** ფიზიკური გარემოს ადაპტირება: დღის ცენტრისა და ბინაზე მოვლის ბენეფიციარების ფიზიკური უნარების შეფასება და საჭიროებიდან გამომდინარე გარემოს მორგება (დამხმარე საშუალებების მორგება); ფუნქციური უნარების განსავითარებლად სპეციფიკური აღჭურვილობის განსაზღვრა/შექმნა
** ფიზიკური შეზღუდვებისა და სენსორული დეპრივაციის მქონე ბავშვების შეფასება, ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შექმნა, განხორციელება და მონიტორინგი
** საჭიროებიდან გამომდინარე ფუნქციური უნარების შეფასება და რეკომენდაციების გაცემა მეთოდისტებისთვის სამუშაო მეთოდის ან ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით
** მშობლებთან თემატური შეხვედრები, მათთვის უკუკავშირისა და რეკომენდაციების მიცემა
** დღის ცენტრების სტანდარტისა და ბინაზე მოვლის პროგრამის მოთხოვნების გათვალისწინებით, რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამის წარმოებაში მონაწილეობის მიღება (მიზნების შერჩევა, მორგება, სასწავლო აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება)
** პირადი საქმეების წარმოება, დოკუმენტაციის მოწესრიგება
** ოქმებისა და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება
ხელმძღვანელობის მოთხოვნის მიხედვით საჭირო თემატური ინფორმაციის დროული და სრულყოფილი მოძიება, მომზადება
ცოდნა, კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება ფიზიკურ ან ოკუპაციურ თერაპიაში
** სასურველია მუშაობის გამოცდილება მომიჯნავე სფეროებში/პროგრამებში
** სასურველია შშმ ბავშვთა მომსახურების სერვისების შესახებ ინფორმირებულობა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
უნარები და თვისებები:
** ბავშვებისა და მოზარდებისადმი პატივისცემა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი
სამუშაო დატვირთვა: სრული
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 10 მაისი.
გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|