Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=715494&print=yes&view=jobs
 
მძიმე ტექნიკის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძიმე ტექნიკის ოპერატორი
მომწოდებელი: Hualing International Special Economic Zone
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / ბოლო ვადა: 04 მაისი
საერთაშორისო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფს" დეველოპერული პროექტების მართვის სფეროში 30-წლიანი გამოცდილება გააჩნია და მრავალი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული: საბითუმო და საცალო სავაჭრო ცენტრები, საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროების ქსელი, ხორც-პროდუქტების, ხე-ტყის, ქვის გადამამუშავებელი საწარმოები და სხვა.

"ჰუალინგ ჯგუფი" საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ საინვესტიციო კომპანიას, რომელიც 2007 წლიდან სამშენებლო, დეველოპერულ, საფინანსო და საწარმოო სფეროებში ოპერირებს. საქართველოში მის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს შორის "თბილისის ზღვის ახალი ქალაქი" გამოირჩევა, რომლის ფარგლებშიც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის ოლიმპიური სოფელი და ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი "თბილისის ზღვის პლაზა" არის განთავსებული.

"ჰუალინგ ჯგუფის" წევრი კომპანია "Hualing International Special Economic Zone" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მძიმე ტექნიკის ოპერატორი (მძღოლი)

ვაკანსია: მძიმე ტექნიკის ოპერატორი (მძღოლი)
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით

მოვალეობები:

** მძიმე ტექნიკის მართვა: ექსკავატორი, დამტვირთველი (პაგრუზჩიკი), სატკეპნი (კატოკი), JCB
** ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** სამუშაოების შესრულება დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დაცვით
** ტექნიკის ყოველდღიური შემოწმება და მცირე ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება
** საჭიროების შემთხვევაში ტექნიკურ ჯგუფთან კოორდინაცია

მოთხოვნები:

** შესაბამის ტექნიკაზე მუშაობის 3 წელზე მეტი გამოცდილება
** ტექნიკის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინა
** ფიზიკური გამძლეობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა

დამატებითი მოთხოვნები (სასურველია):

** მრავალფუნქციურ ტექნიკაზე მუშაობის გამოცდილება (რამდენიმე ტიპის ტექნიკის ერთდროულად მართვა)
** მძიმე ტექნიკის მართვის შესაბამისი სერთიფიკატი/უფლება (მიენიჭება უპირატესობა)
** ტექნიკური განათლება ან საბაზისო ცოდნა
** სამშენებლო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@hualing.ge 4 მაისის ჩათვლით.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია