|
დასახელება:
სამშენებლო პროექტების/ტენდერების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჰიდროგეო
|
|
გამოქვეყნდა: 20 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
შპს "ჰიდროგეო" სამშენებლო კომპანიაა რომელიც ახორციელებს წყალმომარაგების სისტემების მშენებლობას დასახლებული პუნქტებისათვის.
შპს "ჰიდროგეო" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების (ტენდერების) მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი 57
ხელფასი: 3000 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
პოზიცია: სამშენებლო პროექტების (ტენდერების) მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კონტრაქტების მართვა (Contract Management): ხელშეკრულებების შესრულების ეტაპების (ვადები, ხარისხი, გადახდები) უწყვეტი ადმინისტრირება.
** კოორდინაცია: მჭიდრო თანამშრომლობა საველე საქმისმწარმოებლებთან, ზედამხედველებთან, დამკვეთის წარმომადგენლებთან;
** დოკუმენტაციის წარმოება უწყვეტ რეჟიმში (ფორმა 2, ხარჯთაღრიცხვა, ფარული სამუშაოების აქტები, ლაბორატორიები, სერთიფიკატები და ა.შ.).
კვალიფიკაცია:
** ბაკალავრის ხარისხი, სასურველია მაგისტრის ხარისხი ან მაგისტრატურის სტუდენტი;
** მათემატიკური აზროვნება,
** პროგრამული უზრუნველყოფა: MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა (მონაცემთა დამუშავება, ფორმულები).
** სამუშაო გამოცდილება ტენდერებისა და კონტრაქტების მართვის სფეროში.
ზოგადი თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პრობლემების ანალიზის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, აკურატულობა, ანალიტიკური აზროვნება და მოქნილობა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: amiran@hydrogeo.ge 2026 წლის 15 მაისის ჩათვლით.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
|
|
|
|