|
დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
იზი გრუპი
|
|
გამოქვეყნდა: 20 აპრილი
/ ბოლო ვადა: 20 მაისი
|
შპს "იზი გრუპი" 2014 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე. კომპანიის ძირითად სფეროს წარმოადგენს სხვადასხვა საოფისე ტექნიკით ვაჭრობას და ტექნიკურ მომსახურებას.
შპს "იზი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წყალსადენის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: 09:30-17:30 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი (საშუალოდ 2000-2500 ლარამდე)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პოტენციური მომხმარებლების სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა
** კარტრიჯების და პრინტერების პოტენციურ მომხმარებლების კონსულტირება
** გაყიდვების გეგმის შესრულება
** არსებულ მომხმარებლებზე ზრუნვა
** მომხმარებლებთან გრძელვადიანი, მეგობრული და მომხმარებელზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბება
** არსებული მომხმარებლების დებიტორული დავალიანების კონტროლი
** შეკვეთების მიღება
** პორტფელის მონიტორინგი
** რეპორტინგი
სავალდებულო მოთხოვნები:
** მომხმარებელთან ეფექტური ურთიერთობის უნარი;
** საქმიანი ურთიერთობების ეტიკეტის ცოდნა;
** მოლაპარაკების წარმოების ცოდნა.
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა:
** უპირატესობად ჩაითვლება აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობიანი
** მოწესრიგებული
** თავდაჯერებული
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@easy.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|