|
დასახელება:
F&B მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
City Hotels
|
|
გამოქვეყნდა: 20 აპრილი
/ ბოლო ვადა: 20 მაისი
|
სასტუმროების ქსელი "City Hotels" თბილისში, რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham" - აცხადებს ვაკანსიას F&B მენეჯერის პოზიციაზე.
პირობები:
** გრაფიკი: 5/2 9 სთ.
** სამუშაო ადგილი: თბილისი (სასტუმრო "City Avenue" - მის: აღმაშენებლის #140 ბ) და სასტუმრო "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham" - მის: თამარ მეფის #24)
პროფესიული უნარ-ჩვევები:
** დროის მართვის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი
** ეფექტური, გამოხატული ლიდერობის უნარი
** საერთაშორისო ქსელში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა)
სამუშაოსთვის დამახასიათებელი მოთხოვნები:
** სტუმრის კმაყოფილების უზრუნველყოფა
** სასტუმროში არსებული ყველა წესისა და სტანდარტის დაცვა
** სტუმრებთან ურთიერთობა და მომსახურება ბრენდის სტანდარტის დაცვით
** რესტორნის საოპერაციო პროცედურების სიღრმისეული ცოდნა
** ალკოჰოლური სასმელების აღწერისა და კონტროლის პროცედურების ცოდნა
** რესტორნის ყოველდღიური საოპერაციო ბლანკების წარმოება
** რესტორნის ყოველდღიური ფინანსური რეპორტინგის წარმოება
** თანამშრომელთა კოორდინირება, მოტივირება, დატრენინგება-გადამზადება
** რესტორნის პროგრამის გამართულობის უზრუნველყოფა
"City Hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://cityhotels.ge
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cityhotels.ge
გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
(აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიამ შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის)
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების გზით.
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|