|
დასახელება:
მძღოლი
|
| მომწოდებელი:
კონტაქტჰოუმი
|
|
გამოქვეყნდა: 20 აპრილი
/ ბოლო ვადა: 20 მაისი
|
"Kontakt"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!
ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა). უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.
ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიტანა მისამართებზე;
** ტრანსპორტირებისას ტექნიკისა და აღჭურვილობის უსაფრთხოების დაცვა;
** კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გაფრთხილება და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი.
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
** გაქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** გაქვს სატვირთოს მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** კარგად იცნობ თბილისის ქუჩებს;
** გესმის ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები;
** ხარ გუნდური და გაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენ ვაფასებთ შენს შრომას:
** სტაბილური შემოსავალი: ხელფასი 1300₾ + ბონუსი;
** გრაფიკი: მოქნილი, 40-საათიანი სამუშაო კვირა (5 სამუშაო დღე, ორი დღე დასვენება);
** ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის;
** აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
** განვითარება: ხელშეწყობა კარიერულ წინსვლასა და დაწინაურებაში.
მზად ხარ შემოუერთდე ჩვენს დინამიკურ გუნდს?
გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მისამართზე: CV@kontakt.ge
გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ: "მძღოლი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 მაისი, 2026.
წარმატებებს გისურვებთ!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|