|
დასახელება:
გაყიდვების სპეციალისტი - დისტანციური
|
| მომწოდებელი:
კრისტალო365
|
|
გამოქვეყნდა: 20 აპრილი
/ ბოლო ვადა: 20 მაისი
|
კომპანია "კრისტალო 365" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის (დისტანციური) პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ფორმატი: დისტანციური
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (საშუალო ხელფასი 2000 ლარი ხელზე ასაღები)
ჩვენს შესახებ:
"Crystalo365" მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე, ეკომეგობრულ გადაწყვეტილებას — წყლის გამწმენდ აპარატებს (დისპენსერებს), რომლებიც ათავისუფლებთ ადამიანებს პლასტმასის ბალონების ტარებისა და ზედმეტი ხარჯისგან. ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ გუნდის წევრს, რომელიც გახდება ჩვენი კომპანიის სახე კლიენტებთან.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შემოსული ლიდების (Facebook, Instagram, WhatsApp) სწრაფი და ეფექტური დამუშავება.
** ახალი ბიზნეს-კლიენტების (ოფისები, კლინიკები, სალონები და ა.შ.) მოზიდვა "ცივი ზარების" საშუალებით.
** აქტიური კომუნიკაცია პოტენციურ კლიენტებთან LinkedIn-ისა და WhatsApp-ის საშუალებით.
** არსებული კლიენტების დავალიანებების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია გაყიდვების ან კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში).
** გამართული მეტყველება და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი.
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** ტექნოლოგიური ინსტრუმენტების ფლობა: Google Sheets, WhatsApp, VoIP ტელეფონი.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** დისტანციურ სამუშაო გარემოს — იმუშავეთ ნებისმიერი წერტილიდან.
** მოქნილ და მეგობრულ გუნდს.
** ანაზღაურებას: ფიქსირებულ ხელფასს პლუს ბონუსებს გაყიდვებიდან (საშუალოდ 2000 ლარი).
** საჭირო ინსტრუმენტებით უზრუნველყოფას (HubSpot, VoIP და სხვა).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@crystalo365.ge
|
|
|
|