|
დასახელება:
HR სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ჭიტა
|
|
გამოქვეყნდა: 18 აპრილი
/ ბოლო ვადა: 18 მაისი
|
კომპანია "ჭიტა" 29 წელია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უფერადებს ბავშვებს გარემოს, პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, მომსახურე პერსონალი კი, კეთილგანწყობით.
ჩვენთან ფერადი და ღიმილიანი გარემო დაგხვდებათ, ასეთივე თბილ და ხალისიან თანამშრომლებს ვიწვევთ ჩვენს გუნდში სამუშაოდ.
კომპანია "ჭიტა" იწვევს კანდიდატს HR სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი; აღმაშენებლის ხეივანი 19
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები 09:30 - 18:30
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
ფუნქცია-მოვალეობები:
** ვაკანსიის განთავსება, CV-ების გადარჩევა
** თანამშრომელთა მიღებისა და გათავისუფლების პროცესის ადმინისტრირება
** ახალი თანამშრომლების ონბორდინგის ორგანიზება
** თანამშრომელთა დოკუმენტაციის მართვა და არქივირება
** შიდა HR პროცესებისა და პოლიტიკების შესრულების კონტროლი
** ტრენინგებისა და განვითარების პროგრამების ორგანიზება
** თანამშრომელთა მონაცემების დამუშავება და HR რეპორტების მომზადება
** თანამშრომელთა კმაყოფილებისა და ჩართულობის ინიციატივებში მონაწილეობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია HR, ბიზნეს ადმინისტრირება, ფსიქოლოგია)
** HR მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (მინ. 1-2 წელი)
** შრომითი კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)
** MS Office, პროგრამების ცოდნა
** SELF HR - ში მუშაობის გამოცდილება
უნარები და კომპეტენციები:
** ძლიერი კომუნიკაციისა უნარები
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** კონფიდენციალურობის დაცვა
** მრავალ დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** პრობლემების გადაჭრისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ გამოაგზავნონ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@chita.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 1 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
კომპანია "ჭიტა" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
|
|
|
|