|
დასახელება:
დირექტორის თანაშემწე
|
| მომწოდებელი:
ჭიტა
|
|
გამოქვეყნდა: 18 აპრილი
/ ბოლო ვადა: 18 მაისი
|
კომპანია "ჭიტა" 29 წელია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უფერადებს ბავშვებს გარემოს, პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, მომსახურე პერსონალი კი, კეთილგანწყობით.
ჩვენთან ფერადი და ღიმილიანი გარემო დაგხვდებათ, ასეთივე თბილ და ხალისიან თანამშრომლებს ვიწვევთ ჩვენს გუნდში სამუშაოდ.
კომპანია "ჭიტა" იწვევს კანდიდატს დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 19
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები 09:30 - 18:30
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
ფუნქცია-მოვალეობები:
** დირექტორის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მხარდაჭერა
** შეხვედრების დაგეგმვა, კოორდინაცია და კალენდრის მართვა
** დოკუმენტაციის მომზადება და დამუშავება
** პრეზენტაციებისა და რეპორტების მომზადებაში მონაწილეობა
** დირექტორის დავალებების დროული შესრულების კონტროლი და მონიტორინგი
** ვიზიტორების მიღება და შეხვედრების ორგანიზება
** ოფისის ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტი ან მონათესავე მიმართულება სასურველია)
** სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციულ პოზიციაზე (მინ. 1-2 წელი)
** რითეილ სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (საშუალო ან მაღალი დონე)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office - განსაკუთრებით Excel, Word, Outlook)
ძირითადი უნარები და კომპეტენციები:
** მაღალი ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები
** მრავალ დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ გამოაგზავნონ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: hr@chita.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 1 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
კომპანია "ჭიტა" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|