Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: M4 Group
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
"M4 Group" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის (უძრავი ქონება) პოზიციაზე.

სფერო: უძრავი ქონება
ლოკაცია: თბილისი
მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზ. 78, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია
სამუშაო გრაფიკი: 11:00 - 19:00

ჩვენ შესახებ:

"M4 Group" არის უძრავი ქონების კომპანია, რომელიც ბაზარზე წარმატებით ოპერირებს 2019 წლიდან.
ჩვენი მიზანია პროფესიონალური მომსახურება, ძლიერი გუნდის შექმნა და მუდმივი ზრდა.

ვაკანსიის აღწერა:

ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც ჩაერთვება უძრავი ქონების გაყიდვების პროცესში და უზრუნველყოფს კლიენტებთან ეფექტურ კომუნიკაციას, კონსულტაციასა და გაყიდვების სრული ციკლის მართვას.

ძირითადი მოვალეობები:

** უძრავი ქონების პრეზენტაცია და გაყიდვები
** კლიენტებთან კომუნიკაცია და ურთიერთობის შენარჩუნება
** გაყიდვების პროცესის მართვა
** ინგლისური ენის ცოდნა საბაზისო დონეზე

მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოტივაცია და შედეგზე ორიენტირებულობა
** გამოცდილება გაყიდვებში ჩაითვლება უპირატესობად (არა სავალდებულო)

ანაზღაურება: გამომუშავებით. საშუალო შემოსავალი - 3000 ლარიდან ზემოთ

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: zmargoshvili@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე