Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=715142&print=yes&view=jobs
 
F&B სუპერვაიზერი - ქუთაისი, ბაღდათი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: F&B სუპერვაიზერი
მომწოდებელი: Ensana კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
"Ensana" აცხადებს ვაკანსიას კურორტ საირმეში

კურორტი საირმე ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება.
რებრენდინგის ფარგლებში, ევროპაში უმსხვილესი სამედიცინო, ველნესისა და სპა ბრენდი — Ensana Health Spa Hotels კურორტ საირმეში ოპერირებას იწყებს სამ ობიექტზე:Ensana Sairme North, Ensana Sairme Southt და Ensana Sairme Springs. Ensana ცნობილია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თანამედროვე სამედიცინო ექსპერტიზასთან შერწყმით ისეთ ისტორიულ სპა ქალაქებში, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა.

ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით.

თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველდღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდე კი გაძლევს ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

საერთაშორისო ბრენდი Ensana ეძებს მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს და თუ გსურს პროფესიული ზრდა და იმუშაო გარემოში, სადაც ხარისხი, სტუმარზე ზრუნვა და ბუნების პატივისცემა უმთავრესი ღირებულებებია — ეს ვაკანსია შენთვისაა და გელოდებით ჩვენს გუნდში.

ვაკანსიის დასახელება: F&B Supervisor
კომპანია: Ensana Health Spa Hotels
ადგილმდებარეობა: კურორტი საირმე, საქართველო
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების მიღების და მომსახურების მაღალი სტანდარტის დაკმაყოფილება
** რესტორნის, ლობი ბარისა და ოთახის მომსახურების სამუშაო პროცესების უზრუნველყოფა
** სივრცეების გამართულობაზე ზრუნვა და მონიტორინგი
** სტუმრების კმაყოფილების უზრუნველყოფა და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტა
** მომსახურების სტანდარტების რეგულარული ტრენინგი და პერსონალის აქტიური გადამზადება
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა (Upselling/Cross-selling)
** თანამშრომელთა განრიგის შედგენაში მონაწილეობის მიღება (საჭიროების შემთხვევაში)
** ყოველდღიური რეპორტინგი მენეჯმენტთან
** ჰიგიენის და HACCP სტანდარტების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მუშაობის გამოცდილება სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე
** ლიდერული და ორგანიზაციული უნარები
** ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულოა)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, POS სისტემები)

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს განვითარებად კომპანიაში
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს

კომპანიის ბენეფიტი:

** ტრანსპორტირება
** დაზღვევა
** უფასო კვება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: m.kikvidze@sairmeresort.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: F&B Supervisor.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია