Робота для біженців з України
მიმტანი - ქუთაისი, ბაღდათი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: Ensana კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
"Ensana" აცხადებს ვაკანსიას კურორტ საირმეში

კურორტი საირმე ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება.
რებრენდინგის ფარგლებში, ევროპაში უმსხვილესი სამედიცინო, ველნესისა და სპა ბრენდი — Ensana Health Spa Hotels კურორტ საირმეში ოპერირებას იწყებს სამ ობიექტზე:Ensana Sairme North, Ensana Sairme Southt და Ensana Sairme Springs. Ensana ცნობილია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თანამედროვე სამედიცინო ექსპერტიზასთან შერწყმით ისეთ ისტორიულ სპა ქალაქებში, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა.

ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით.

თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველდღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდე კი გაძლევს ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

საერთაშორისო ბრენდი Ensana ეძებს მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს და თუ გსურს პროფესიული ზრდა და იმუშაო გარემოში, სადაც ხარისხი, სტუმარზე ზრუნვა და ბუნების პატივისცემა უმთავრესი ღირებულებებია — ეს ვაკანსია შენთვისაა და გელოდებით ჩვენს გუნდში.

ვაკანსიის დასახელება: მიმტანი (Waiter/Waitress)
ადგილმდებარეობა: კურორტი საირმე, საქართველო
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების თავაზიანად დახვედრა
** მენიუს გაცნობა და შეკვეთების მიღება
** საკვების და სასმელების დროულად მიტანა მაგიდასთან
** მომხმარებლის კითხვებზე პასუხი და რეკომენდაციების მიცემა
** მაგიდების მოწესრიგება და გაწმენდა ყოველი სტუმრის შემდეგ
** ყველა ჰიგიენური მომსახურების სტანდარტის დაცვა
** POS სისტემაში მუშაობა
** სტუმრის ანგარიშის სწორად წარდგენა და გადახდის პროცესში დახმარება
** საჭიროების შემთხვევაში, უკუკავშირის მიღება და პრობლემების დროულად გადაჭრა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა და თავაზიანი მომსახურების უნარი
** სისწრაფე და ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულოა)

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს განვითარებად კომპანიაში
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს

კომპანიის ბენეფიტი:

** ტრანსპორტირება
** დაზღვევა
** უფასო კვება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: m.kikvidze@sairmeresort.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: მიმტანი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე