Робота для біженців з України
სერვის ცენტრის ოსტატი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის ცენტრის ოსტატი
მომწოდებელი: მაკიტა საქართველო
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
კომპანია "მაკიტა" აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის ოსტატის თანამდებობაზე

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდგომ ეტაპებს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე
** გასაუბრება
** ტესტირება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: hr@makita.ge და ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სერვის ცენტრის ოსტატი

სამუშაო გამოცდილება: 1-3 წელი
განაკვეთი: სრული, კვირაში 5 სამუშაო დღე, 9 საათიდან 18 საათამდე, შესვენება 1 საათი

მოვალეობები:

** Makita-ს ხელსაწყოების შეკეთება (მომხმარებლისა და დემო აღჭურვილობის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება);
** რეგიონში პარტნიორ სერვის ცენტრებთან თანამშრომლობა (გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, მარკეტინგული პროდუქტებითა და სპეციალიზებული ხელსაწყოებით მხარდაჭერა, სხვადასხვა სიტუაციების მოგვარება);
** კლიენტებთან კონსულტაციები სათადარიგო ნაწილებისა და სახარჯი მასალების შეძენასთან დაკავშირებით;
** პარტნიორი სერვის ცენტრებისთვის სასწავლო სემინარების/ვებინარების ჩატარება;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების შედგენა.

მოთხოვნები:

** აუცილებელია რუსული და ქართული ენების ცოდნა;
** ტექნიკური განათლება (უმაღლესი ან საშუალო სპეციალიზებული);
** ელექტრომოწყობილობებთან მუშაობისა და ელექტრო და ბენზინის მოწყობილობების შეკეთების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარები;
** პასუხისმგებლობა, სისწრაფე, სტრესისადმი ტოლერანტობა, მომხმარებელზე ორიენტირებულობა და კონფლიქტების მოგვარების უნარები.

პირობები:

** სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:00-დან 17:30-მდე (მისამართი: გურამიშვილის გამზირი 64)
** ოფიციალური კონტრაქტი
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
** ფიქსირებული ხელფასი ინტერვიუს შედეგების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე