Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ზოდი
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
კომპანია "ზოდი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე ქ. თბილისში

კომპანია "ზოდი" 2007 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზარზე. ზოდის მაღაზიათა ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს შიდა და გარე სარერემონტო მასალების მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: ინტერიერის და ექსტერიერის კარები, ბუნებრივი ქვები, კირქვის ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში, კერამიკული ფილები, ლამინირებული იატაკი, აბაზანის აქსესუარები და სხვა.

"ზოდი" საქართველოში წარმოდგენილია შოურუმით - თბილისსა და ბათუმში.

კომპანია "ზოდის" განვითარება განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://zodi.ge/

ადგილი სადაც იმუშავებ: გურამიშვილის გამზირი
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი
სამუშაო დღეები: 5 სამუშაო დღე
სამუშაო საათები: 09:30-18:30

სამუშაო აღწერა:

** თბილისსა და რეგიონში პროდუქციის მიწოდების უზრუნველყოფა;
** ზედნადების მიხედვით შეკვეთების დარიგება და მომხმარებლებთან შესაბამისი კომუნიკაცია;
** ავტომობილის გამართულად ფუნქციონირებაზე ზრუნვა;
** კოორდინირებული მუშაობა საწყობებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება დისტრიბუციაში;
** აუცილებელია C კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Hr@zodi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება, დაგვირეკოთ ნომერზე 577 27 67 17.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "ზოდი პლიუსი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

შპს "ზოდი პლიუსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე