Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: GMC Motors
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
"GMC Motors", საქართველოს ერთ-ერთი სწრაფად მზარდი კომპანია სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო ტექნიკის სექტორში, აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე და ეძებს გამოცდილ პროფესიონალს.

ძირითადი მოვალეობები:

საქონლის სრული ციკლის ორგანიზება

** მიღება, ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემოწმება, განთავსება, შენახვა, გაცემა. შიდა და გარე შეკვეთების დროული დამუშავება.

მარაგისა და ინვენტარის კონტროლი

** აღრიცხვის სიზუსტის უზრუნველყოფა, მინიმალური და მაქსიმალური ზღვრების განსაზღვრა, შევსების პროცესის კოორდინაცია, პერიოდული ინვენტარიზაცია.

ლოგისტიკური კოორდინაცია

** ჩატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესების მართვა, რეგიონებში გადაზიდვების გრაფიკის დაგეგმვა, სატრანსპორტო მომწოდებლებთან ურთიერთობა.

საწყობის სივრცის ოპტიმიზაცია

** განთავსების ლოგიკის გადახედვა, ფართის ეფექტური გამოყენება.

დოკუმენტაცია და ანგარიშგება

** ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტების, ინვენტარიზაციის ანგარიშების წარმოება. ERP / საწყობის მართვის პროგრამაში მონაცემთა სიზუსტე.

ხელმძღვანელობისთვის რეგულარული რეპორტები

** ნაშთები, ბრუნვა, დანაკარგები, დაზიანებები.

აუცილებელი:

** საწყობის მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება
** მარაგის მართვის და ინვენტარიზაციის პრინციპების ცოდნა
** 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება
** MS Office სამომხმარებლო დონეზე
** ორგანიზებულობა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა

უპირატესობად განიხილება:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება
** ტექნიკური პროდუქციის (ავტონაწილები, აგრო ან სამშენებლო ტექნიკა) საწყობში მუშაობის გამოცდილება
** კატალოგებთან მუშაობის გამოცდილება
** სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა
** ცვლილებებზე მორგების და განვითარებაზე ორიენტაცია

სამუშაო პირობები

** ანაზღაურება: 2000-3000 ლარი (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის გარეშე),
** ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი, მე-12 კმ
** დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00; შაბათი, 09:30-13:00 (1-საათიანი შესვენების ჩათვლით)
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

https://gmc.selfrecruit.ge/s/BQwj
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე