Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი - ვაკე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ატელიე აუთლეტი
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
"ატელიე აუთლეტი/ATELIER OUTLET" 2018 წლიდან წარმოადგენს 250-ზე მეტ ბრენდს საქართველოს ბაზარზე, მათ შორის: MONCLER, SAINT LAURANT, CELINE, BALENCIAGA, BURBERRY, SANDRO, MAJE, HUGO BOSS, ROBERTO CAVALLI, MASSIMO DUTTI და სხვა ბრენდები. ქალის, მამაკაცის, ბავშვის მრავალფეროვანი კოლექცია და სხვადასხვა აქსესუარი, კომფორტული, ნებისმიერი მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ ფასად.

კომპანია აცხადებს ვაკის ფილიალისთვის ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ლოკაცია: ვაკე, ჭავჭავაძის 74ბ (ვაკის პარკთან)
გრაფიკი: 10:00-18:00/11:00-19:00 (დასვენება 2 დღე)
კონკურენტული ანაზღაურება

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე
** დაბადების დღეზე ვაუჩერი კომპანიისგან
** FITPASS
** კარიერული წინსვლა

აუცილებელი მოთხოვნა:

** უცხო ენა სასაუბრო დონეზე;
** მსგავს პოზიციაზე მინ. 1 წლიანი გამოცდილება;

მოვალეობები:

** მიღებული კოლექციის მითვლაში მონაწილეობა
** პროდუქციის დარბაზში გასატანად მომზადება და გატანა ("თაგის" დამაგრება, საკიდზე განთავსება და დასტიმერება)
** კოლექციის კატეგორიებად დახარისხება და დარბაზში გასატანად მომზადება
** საწყობში განთავსებული ინვენტარის (საკიდები, მარკეტინგული მასალა, რეილები, კედლის საკიდები და თაროები) მოწესრიგება და დახარისხება

თუ გსურთ შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV - vacancy@atelieroutlet.ge. Subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე