"Ensana" აცხადებს ვაკანსიას კურორტ საირმეში
კურორტი საირმე ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება.
რებრენდინგის ფარგლებში, ევროპაში უმსხვილესი სამედიცინო, ველნესისა და სპა ბრენდი — Ensana Health Spa Hotels კურორტ საირმეში ოპერირებას იწყებს სამ ობიექტზე: Ensana Sairme North, Ensana Sairme Southt და Ensana Sairme Springs. Ensana ცნობილია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თანამედროვე სამედიცინო ექსპერტიზასთან შერწყმით ისეთ ისტორიულ სპა ქალაქებში, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა.
ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით.
თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველდღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდე კი გაძლევს ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
საერთაშორისო ბრენდი Ensana ეძებს მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს და თუ გსურს პროფესიული ზრდა და იმუშაო გარემოში, სადაც ხარისხი, სტუმარზე ზრუნვა და ბუნების პატივისცემა უმთავრესი ღირებულებებია — ეს ვაკანსია შენთვისაა და გელოდებით ჩვენს გუნდში.
ვაკანსიის დასახელება: ნუტრიციონისტი
კომპანია: Ensana Health Spa Hotels
ადგილმდებარეობა: კურორტი საირმე, საქართველო
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
1. ინდივიდუალური კვების გეგმის შედგენა
ნუტრიციონისტი აფასებს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასაკს, წონას, ცხოვრების სტილს და მიზნებს (მაგალითად, გახდომა, წონის მომატება, სპორტული ფორმის გაუმჯობესება) და ამის მიხედვით ადგენს პერსონალურ კვების გეგმას.
2. ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება
ის აანალიზებს პაციენტის ანალიზებს, ისტორიულ მონაცემებს და კვების ჩვევებს, რათა დაადგინოს შესაძლო პრობლემები (ვიტამინების დეფიციტი, მეტაბოლური დარღვევები და ა.შ.).
3. დაავადებების პრევენცია და მართვა
ნუტრიციონისტი ეხმარება ისეთი მდგომარეობების მართვაში, როგორიცაა:
** სიმსუქნე
** დიაბეტი
** გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
** კუჭ-ნაწლავის პრობლემები
4. კვებითი განათლება და კონსულტაცია
ის ასწავლის ადამიანს, როგორ აირჩიოს სწორი საკვები, როგორ წაიკითხოს პროდუქტის ეტიკეტები და როგორ შეინარჩუნოს დაბალანსებული დიეტა ყოველდღიურად.
5. ცხოვრების სტილის კორექცია
ნუტრიციონისტი არა მხოლოდ კვებაზე, არამედ ფიზიკურ აქტივობაზე, ძილის რეჟიმზე და სტრესის მართვაზეც აძლევს რეკომენდაციებს.
6. პროგრესის მონიტორინგი
პაციენტთან რეგულარული კონსულტაციების მეშვეობით აკვირდება შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში ცვლის კვების გეგმას.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს განვითარებად კომპანიაში
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
კომპანიის ბენეფიტი:
** ტრანსპორტირება
** დაზღვევა
** უფასო კვება
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: m.kikvidze@sairmeresort.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: ნუტრიციონისტი.
|