|
დასახელება:
შეფ დე პარტიე
|
| მომწოდებელი:
სტეიკჰაუსი
|
|
გამოქვეყნდა: 17 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.
კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა. გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 8 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.
ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.
რესტორანი Steakhouse by Gastronome არის ადგილი, სადაც პრემიუმ ინგრედიენტები, მომზადების ტექნიკა და დახვეწილი ატმოსფერო განსაკუთრებულ გასტრონომიულ გამოცდილებას ქმნის.
finest premium cuts from Argentina, USA, and Japan
"Steakhouse By Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს შეფ დეპარტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კერძების მომზადება რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად
** პროდუქტის ხარისხის კონტროლი და ჰიგიენური ნორმების დაცვა
** სამუშაო პროცესის ორგანიზება და დროის ეფექტურად მართვა
** სუ-შეფისა და აღმასრულებელი შეფის ინსტრუქციების შესრულება
** ახალ თანამშრომლებთან თანამშრომლობა და მათი გადამზადებაში მონაწილეობა
** მარაგების კონტროლი და საჭირო პროდუქტების დროული მოთხოვნა
** სამზარეულოს სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
საჭირო უნარები:
** კულინარიული განათლება (სასურველია)
** მინიმუმ 1-3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** საკვების უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა
** გუნდური მუშაობის უნარი
ფილიალის ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. აბაშიძის 10/12
ანაზღაურება: 1700 ლარი
სამუშაო გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 15 მაისამდე შემდეგ მისამართზე: CV@gastronome.ge. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს გასტრონომ ქიჩენი) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|