Робота для біженців з України
ავტომატური პროცესების მართვის სპეციალისტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომატური პროცესების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: პალატი
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
შპს "პალატი", პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ავტომატური პროცესების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე რუსთავში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი/პროფესიული განათლება ელექტროენერგეტიკის მიმართულებით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ელექტროუსაფრთხოების თანრიგის მოწმობა;
** სიხშირულ გამშვებთან და მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
** ელექტრო ძრავებთან მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოების ავტომატიზაციისთვის ელექტრო დანადგარებისა და მოწყობილობების მართვის სისტემების გაწყობა/მომსახურება;
** სამფაზიანი ქსელების, პანელების აწყობა; (ელექტრო და ავტომატიკა).
** ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების ტექნიკის წესებისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** მოხსენებითი ბარათების წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან;

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საქმის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი

სამუშაო გრაფიკი - სრული (09:00 - 18:00) ან ცვლები;
მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის 4.

თუ ეძებ სამსახურს, სადაც შეძლებ შენი კარიერის განვითარებას, ახალ ეტაპზე გადასვლას და აკმაყოფილებ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა. გამოგზავნე რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: HR@palatillc.com და წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითე პოზიციის დასახელება - ავტომატური პროცესების მართვის სპეციალისტი ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 511 10 41 13
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე