Робота для біженців з України
ბარმენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი
მომწოდებელი: სტეიკჰაუსი
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა. გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 8 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.

ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.

რესტორანი Steakhouse by Gastronome არის ადგილი, სადაც პრემიუმ ინგრედიენტები, მომზადების ტექნიკა და დახვეწილი ატმოსფერო განსაკუთრებულ გასტრონომიულ გამოცდილებას ქმნის.
finest premium cuts from Argentina, USA, and Japan

"Steakhouse By Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს ბარმენის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის
** გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად
** სასმლის მომზადება სწრაფად და ხარისხიანად
** ბრუნვის ანალიზის მიხედვით საჭირო პროდუქციის შეძენა მენეჯერთან შეთანხმებით
** რესტორნისათვის დადგენილი პროცედურების ზედმიწევნით შესრულება
** ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება,
მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია;

მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე
** ქართულ ენაზე გამართულად კომუნიკაციის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე

ფილიალის ადგილმდებარეობა: თბილისი, ი.აბაშიძის 10/12

ანაზღაურება: 1100 ლარი
სამუშაო გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 15 მაისამდე შემდეგ მისამართზე: CV@gastronome.ge. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს გასტრონომ ქიჩენი) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე