Робота для біженців з України
სასტუმროს გაყიდვებისა და პლატფორმების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს გაყიდვებისა და პლატფორმების მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
ვმართავთ 20 ნომრიან სასტუმროს და აპარტამენტებს მოკლევადიანი გაქირავების მიმართულებით.

პოზიციის მიზანი:

ვეძებთ ადამიანს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება Booking.com, Airbnb, ტურისტული და სხვა გაყიდვების არხებიდან შემოსავლის ზრდაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** Booking.com და Airbnb პლატფორმების მართვა და ოპტიმიზაცია
** დინამიკური ფასების მართვა (სეზონის, მოთხოვნის და დატვირთულობის მიხედვით)
** ტურისტულ სააგენტოებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობის განვითარება
** კონკურენტების ანალიზი და ფასების სტრატეგიის განსაზღვრა
** კალენდრების მართვა და დატვირთულობის ოპტიმიზაცია
** განცხადებების გაუმჯობესება (ფოტოები, აღწერები)
** შედეგების მონიტორინგი და რეპორტინგი (Occupancy, Revenue)

მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება Booking.com / Airbnb პლატფორმებთან მუშაობაში (ფასების მართვა, ფასდაკლებები, განცხადებების დამატება და მართვა)
** ანალიტიკური აზროვნება და ციფრებთან მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

უპირატესობები:

** ბევრ ობიექტთან მუშაობის გამოცდილება
** Booking.com და Airbnb-ს გარდა სხვა პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება
** გაყიდვების ან შემოსავლის ზრდის რეალური შედეგების გამოცდილება

ანაზღაურება:

ფიქსირებული ხელფასი: 1200-1500₾ (გამოცდილების და უნარების მიხედვით)
ბონუსი: 1000 ლარამდე (შედეგებზე დაფუძნებული)

განაცხადის წესი:

გთხოვთ, პირველ ეტაპზე შეავსოთ განაცხადის ფორმა (ქვემოთ ლინკზე): https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScjyQl1wahrzt1hYFzc4Ijitfv_d60sW2ZhRlMgMyVCo ghbeg/viewform

თუ ზედა ბმული არ იხსნება, დააკოპირეთ და ჩასვით ბრაუზერში.

ასევე, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. ფოსტაზე:
info.hotelpassport@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე