Робота для біженців з України
ფინანსური ანალიტიკოსი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: პანორამა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 10 მაისი
ქუთაისის ერთ-ერთი წამყვანი და გამორჩეული სამშენებლო - დეველოპერული კომპანია "პანორამა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი, კოსტავას N3, პანორამა ჯგუფის ცენტრალური ოფისი.
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური ანგარიშგებების პერიოდული (ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური) მომზადება და ანალიზი;
** ბიუჯეტის მომზადების პროცესში ჩართულობა;
** ფულადი სახსრების მოძრაობის მონიტორინგი და პროგნოზი;
** პროექტების მომგებიანობის ანალიზი და პროგნოზი;
** მიმდინარე პროექტების ხარჯთაღრიცხვის შესწავლა და პერიოდული მონიტორინგი;
** ბანკებთან ურთიერთობაში ჩართულობა და საჭირო რეპორტების მომზადება;
** აუდიტორებთან ურთიერთობაში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით;
** აუდიტორად, ბიზნეს ანალიტიკოსად, ფინანსურ ანალიტიკოსად, ფინანსურ კონტროლიორად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word);
** ინგლისური ენის ცოდნა
** პროფესიული სერტიფიკატების ფლობა ჩაითვლება უპირატესად.

პირადი უნარ-ჩვენები:

** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე info@panoramagroup.ge. გთხოვთ, მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის ბოლო ვადა: 10 მაისი, 2026 წელი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე