Робота для біженців з України
სანიტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სანიტარი
მომწოდებელი: ჰერა 2011
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
შ.პ.ს "ჰერა 2011" მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 15 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს მეან-გინეკოლოგიის, ახალშობილთა რეანიმაციისა და ნეონატოლოგიის, ქირურგიისა და ამბულატორიული სერვისების მიმართულებით, სადაც მაღალკვალიფიციური პროფესიონალთა გუნდი ყოველწლიურად ემსახურება ათასობით პაციენტს.

კომპანია ფლობს უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო აღიარებას - "აკრედიტაცია კანადა"-ს პლატინის სერტიფიკატს, რაც მისი კლინიკური სტანდარტების, უსაფრთხოებისა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის დამადასტურებელი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა.
"ჰერა 2011" - ის მთავარი მისია პაციენტზე ზრუნვა და მისი კმაყოფილების უწყვეტი ზრდაა.სწორედ ამ ღირებულებაზე დაყრდნობით, ყოველი შემდგომი წლისთვის ისახავს მიზნად სრულ შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო ჯანდაცვის უმაღლეს სტანდარტებთან, უზრუნველყოს მომსახურების უწყვეტი განვითარება და მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მიწოდება.

შ.პ.ს "ჰერა 2011" აცხადებს ვაკანსიას სანიტრის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კონსტანტინე ჩაჩავას ქ.N1
** სამუშაო: ცვლადი (დღის და ღამის ცვლები)

პოზიციის აღწერა:

სანიტარი პასუხისმგებელია სამედიცინო დაწესებულებაში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვაზე, ინფექციის კონტროლის წესების შესრულებაზე და პერსონალის მხარდაჭერაზე ყოველდღიურ საქმიანობაში.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** პალატების, კაბინეტებისა და საერთო სივრცეების დალაგება და დეზინფექცია
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
** ნარჩენების (მათ შორის სამედიცინო ნარჩენების) სწორად შეგროვება და განთავსება
** პაციენტების საწოლების მოწესრიგება
** სამედიცინო პერსონალის დახმარება საჭიროების შემთხვევაში
** დასუფთავების ინვენტარის მოვლა და სწორი გამოყენება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვაზე ორიენტირებულობა

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ყურადღებიანობა დეტალების მიმართ

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** მეგობრულ გუნდს

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანის მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hera2011hr@Gmail.com.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობა აცხადებთ შ.პ.ს "ჰერა 2011"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე