Робота для біженців з України
სოციალური მედიის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის სპეციალისტი
მომწოდებელი: პალიტრანიუსი
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
"პალიტრა ჰოლდინგი"-ს წევრი კომპანია "პალიტრანიუსი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური ქსელების (Faceebook, Instagram) მართვა;
** YouTube-ის და ვებ გვერდის მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, კომუნიკაციების, ჟურნალისტიკის ან დაკავშირებულ სფეროში (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** ციფრული მარკეტინგის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** სოციალური მედიის მართვის საბაზისო გამოცდილება (Facebook, Instagram, YouTube).

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

სამუშაო გრაფიკი: სრული; 18:00-00:00სთ;
ადგილმდებარეობა: თ. იოსებიძის ქუჩა #49.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 17 მაისი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.

თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე