|
დასახელება:
ავტოსერვისის აღრიცხვის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
გსმ სერვისი
|
|
გამოქვეყნდა: 17 აპრილი
/ ბოლო ვადა: 17 მაისი
|
გსმ სერვისი აცხადებს ვაკანსიას ავტოსერვისის აღრიცხვის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია "გსმ სერვისი"2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურება მსუბუქი, სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით. ასევე სათადარიგო ნაწილებით საცალო და სადისტრიბუციო ვაჭრობა. კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში.
პოზიციის შესახებ: კომპანიის მიერ გაწეული სერვისის აღრიცხვა
შესასრულებელი სამუშაო
** ავტომობილების სერვისში მიღება, რეგისტრაცია;
** სერვისში არსებული ავტომობილების პროფილაქტიკური სამუშაოს ხარისხის და ვადების კონტროლი;
** ჩატარებული სერვისის სამუშაოების აღრიცხვა და პროგრამაში გატარება;
** საჭიროებისამებრ ავტოსერვისის სამუშაოებისათვის გარე კომპანიის მოძებნა და პირობების შეთანხმება;
** ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოს ჩაბარება;
** გარე სერვისის მომწოდებლების მოძიება, პირობებზე შეთანხმება, სამუშაოს ჩაბარება და ხარისხის კონტროლი;
** სერვისის განყოფილებაში მუშა პროცესების სააღრიცხვო პროგრამაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად გატარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა/მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად).
საკონტაქტო ელფოსტა: hr@gsmservice.ge
|
|
|
|