Робота для біженців з України
ავტოსერვისის სატენდერო გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოსერვისის სატენდერო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გსმ სერვისი
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
გსმ სერვისი აცხადებს ვაკანსიას ავტოსერვისის სატენდერო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "გსმ სერვისი"2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურება მსუბუქი, სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით. ასევე სათადარიგო ნაწილებით საცალო და სადისტრიბუციო ვაჭრობა. კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში.

პოზიციის შესახებ

კომპანიის მიერ გაფორმებული ტენდერების კონტრაქტების მართვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.

შესასრულებელი სამუშაო

** გაფორმებული ხელშეკრულებების რეგისტრაცია, (პორტფელის) მართვა, და კონტროლი;
** გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების დაცვის უზრუნველყოფა;
** საჭირო შეთანხმებებისა და ოფიციალური მიმოწერის წარმოება კომპანიის დამკვეთებთან;
** წარმოებული დოკუმენტაციის ელექტრონულად ასევე ფიზიკურად დახარისხება და დაარქივება;
** კომპანიის დამკვეთებთან მიღება-ჩაბარებების გაფორმება;
** პორტფელში შემავალი ხელშეკრულებების და აღრიცხვის დოკუმენტაციის შესაბამისობაში მოყვანა აღრიცხვის პროგრამასთან;
** შესრულებული სამუშაოს სხვადასხვა სახის რეპორტში ასახვა;
** სერვისის განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობა დაგეგმილი, გაწერილი და წინასწარ შეთანხმებული სერვისის გაწევის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა.

საკონტაქტო ელფოსტა: hr@gsmservice.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე