Робота для біженців з України
ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: აფოგატო
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
ისთ ფოინთში "აფოგატოს" არომატული ყავის სურნელი უკვე დავატრიალეთ

თუ ბარისტობა ის საქმეა, რომელიც სიამოვნებას განიჭებს, თუ გინდა კიდევ უფრო გააღრმავო შენი ცოდნა ამ დარგში, ან თუნდაც ჩვენ გაგვიზიარო შენი დაგროვილი გამოცდილება, მოგვწერე gstrelchenko@affogato.ge-ზე. ჩვენ შენ გეძებთ. მანამდე დანარჩენ ტექსტსაც გადაავლე თვალი ;)

მოვალეობები:

** ცხელი და ცივი ყავების სხვადასხვა სახეობების მომზადება
** ყავის მენიუს დეტალურად ცოდნა და მათი აღწერა მომხმარებლებისათვის
** ყავის მენიუს და დესერტების უსაფრთხოების პროცედურების დაცვა
** კაფის სისუფთავის შენარჩუნება მოთხოვნების შესაბამისად
** კაფეში ერთი ან რამდენიმე პოზიციის ცოდნა და მათზე მუშაობის უნარი (ერთმანეთს დავეხმარებით);
** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა;
** უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა კაფეში.

მოთხოვნები:

ბარისტად მუშობის მინიმალური გამოცდილება. დანარჩენს ადგილზე შეგასწავლით.

** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა

ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები) + tips + კვება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე