Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის (არამედიკამენტების დეპარტამენტში) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ციფრული და სოციალური მედიისთვის ვიზუალური მასალის შექმნა;
** ბეჭდვითი საკომუნიკაციო მასალების (ვობლერები, ფლაერები, ბუკლეტები და სხვ.) დიზაინის შექმნა და დამუშავება;
** ღონისძიებებისა და მარკეტინგული პროექტების ვიზუალური კონცეფციის შემუშავება;
** GIF-ებისა და სხვა მარტივი ანიმაციური ვიზუალების მომზადება;
** დამტკიცებული დიზაინების არქივის წარმოება და სისტემატიზაცია

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება დიზაინის/არქიტექტურის/ინტერიერის დიზაინის მიმართულებით ან შესაბამისი პროფესიული კურსები;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება გრაფიკული დიზაინის ან სარეკლამო მიმართულებით;
** გრაფიკული დიზაინის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, CorelDRAW);
** ციფრული და ბეჭდვითი მასალების შექმნის პრაქტიკული გამოცდილება;
** ბეჭდვამდე ფაილების მომზადების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე - დიზაინ-რესურსებთან, ბრიფებთან და ინსტრუქციებთან დამოუკიდებლად მუშაობის მიზნით;
** პორტფოლიოს წარმოდგენა;
** კრეატიული აზროვნება, ვიზუალური ხედვა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მართვა და რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 08.05.2026 წელი.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 557 577 442

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/DzSI5X8p4Y
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე