|
დასახელება:
უსაფრთხოების თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
ნიუ ჰოსპიტალსი
|
|
გამოქვეყნდა: 17 აპრილი
/ ბოლო ვადა: 17 მაისი
|
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე პარკინგის ტერიტორიაზე.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ, 24 საათიანი მორიგეობები;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
ფუნქცია-მოვალეობები:
** პარკინგზე ავტომობილების დაშვების კონტროლი - იდენტიფიცირება/გადამოწმება და შესაბამისი რეაგირება;
** ავტომობილების სწორად, განსაზღვრულ ადგილებში განთავსების მონიტორინგი;
** პარკინგის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დარღვევის პრევენცია დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** საგანგებო სიტუაციებზე დროული და შესაბამისი რეაგირება;
** შიდა წესებისა და პროცედურების დაცვა.
პიროვნული თვისებები:
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** სწრაფი და ეფექტური მოქმედების უნარი;
** გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 17.05.2026-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|