|
დასახელება:
არამედიკამენტების ინფლუენსერებთან ურთიერთობის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ავერსი-ფარმა
|
|
გამოქვეყნდა: 17 აპრილი
/ ბოლო ვადა: 13 მაისი
|
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ავერსის არამედიკამენტების ინფლუენსერებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ინფლუენსერებისა და დარგის სპეციალისტების მოძიება, შერჩევა, მართვა და განვითარების მხარდაჭერა
** ინფლუენსერებთან თანამშრომლობის ფარგლებში კონტრაქტებისა და ანაზღაურების პირობების შეთანხმება
** ინფლუენსერებისა და დარგის სპეციალისტების მონაწილეობით კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი
** კამპანიების KPI-ების შესრულების შეფასება და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება
** ინფლუენსერებთან გადაღებებისა და ღონისძიებების ორგანიზება
** მარკეტინგული და საკომუნიკაციო აქტივობების საორგანიზაციო პროცესებში ჩართულობა
** ინფლუენსერების მონაცემთა ბაზისა და ბიუჯეტის მართვა, მონიტორინგი და რეპორტინგი
სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ჟურნალისტიკის, კომუნიკაციების ან ბიზნესის მიმართულებით
** მარკეტინგის, PR-ის ან სარეკლამო სფეროში სამუშაო გამოცდილება
** სოციალური მედიის პლატფორმებისა და თანამედროვე Digital ტენდენციების ცოდნა
** ანალიტიკური უნარები და KPI-ების შეფასების პრაქტიკული გამოცდილება
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (სამუშაო კომუნიკაციის დონე)
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი
** მიზანდასახულობა, კრეატიულობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი
** თვითგანვითარებისკენ სწრაფვა
** ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტების გამოყენებისადმი ინტერესი და მათი ათვისების უნარი
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 13.05.2026 წელი
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 557 577 442
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად ასევე იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/p2HcE3y1Rz
|
|
|
|