Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: USA Auto Parts
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
შ.პ.ს. "Usa Auto Parts" დაარსდა 2012 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ამერიკული სათადარიგო ავტონაწილების იმპორტი და რეალიზაცია ქართულ ბაზარზე.

გაგვიცანი უფრო ახლოს: https://uap.ge

ამჯერად, გუნდში გაყიდვების მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური. თუ გსურს დაეუფლო ახალ პროფესიას და შემოუერთდე მეგობრულ გუნდს, ეს ვაკანსია შენთვისაა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ყიფიანის 13

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სათადარიგო ნაწილების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტის შეთავაზება;
** ავტონაწილების გაყიდვების განხორციელება როგორც ადგილზე, ასევე სატელეფონო/ონლაინ არხებით;
** მომხმარებლის კონსულტირება ავტონაწილების შერჩევისა და გამოყენების საკითხებზე;
** გაყიდვების პროგრამაში მუშაობა;

დამატებითი უნარები:

** პუნქტუალურობა;
** მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;

კომპანია დასაქმებულს სთავაზობს:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას;
** ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდი 1500 ლარი, შემდგომ 2000 დან - 2500 ლარამდე;
** სტაჟირების ვადა დამოკიდებულია კანდიდატის უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: Hrusaparts@gmail.com და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერის".

შპს "USA Auto Parts" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "USA Auto Parts"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "USA Auto Parts" -ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "USA Auto Parts" -სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "USA Auto Parts"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე